იტალიის ნაკრებში ჩატარებული საიუბილეო, მე-100 მატჩის შემდეგ ჯორჯო კიელინი უკვე „იუვენტუსში“ გააგრძელებს ისტორიაში შესვლას. „კიელოსთვის“ „სპალთან“ შეხვედრა (თუ მოედანზე გავა, თუ არადა, „ვალენსიასთან“ თამაში) „იუვეს“ მაისურით 483-ე იქნება და რობერტო ბეტეგას გადაასწრებს.
შედეგად, კიელინი „იუვენტუსის“ ყველა დროის საუკეთესო ხუთეულში აღმოჩნდება. კიელინიზე წინ ამჟამად ჯუზეპე ფურინო (528 თამაში), გაეტანო შირეა (552), ჯანლუიჯი ბუფონი (656) და ალესანდრო დელ პიერო არიან (705).
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი “იუვენტუსის” ღირსებას 2005 წლიდან იცავს, ხოლო იქამდე “ფიორენტინასა” და “ლივორნოს” მაისურით უთამაშია.