არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი ტურინის იუვენტუსში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას განცხადებით, 26 წლის ფეხბურთელმა უკვე შეათანხმა ბებერ ქალბატონთან პირადი კონტრაქტის დეტალები.
ჟურნალისტის ინფორმაციით მაურო იკარდი ტურინულ გრანდთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი სარგო წელიწადში 8 მილიონი ევრო იქნება.
ნერაძური მზად არის ფეხბურთელი 50-60 მილიონ ევროს ფარგლებში გაყიდოს. არგენტინელმა გასულ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გაიფორმა.