მთავარი / სიახლეები / ჯონ ელკანი: “დარწმუნებული ვარ, სარი ლამაზი ფეხბურთისა და შედეგის შერწყმას მოახერხებს”

ჯონ ელკანი: “დარწმუნებული ვარ, სარი ლამაზი ფეხბურთისა და შედეგის შერწყმას მოახერხებს”

ტურინის „იუვენტუსმა“ ვილარ პეროზაში ტრადიციული ოჯახური ამხანაგური მატჩი ჩაატარა და „იუვეს“ მეორე გუნდს 3:1 აჯობა. დუბლი პაულო დიბალამ შეასრულა, ერთი გოლი ხუან კუადრადომ გაიტანა. მერიჰ დემირალმა კი ავტოგოლი მიითვალა.

კომენტარი გააკეთა ჯონ ელკანმაც, რომელმაც თქვა, რომ გუნდის მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა.

„შესანიშნავია აქ ყოფნა ანდრეასთან, ოჯახთან და „იუვენტუსთან“ ერთად. ჩვენ გვესმის რას წარმოადგენს „იუვენტუსი“ აქ. კარგია ისიც, რომ სარი ამ გარემოში თავს საკუთარ სახლში გრძნობს.

აქ ვიმყოფებით „იუვეს“ წარსულის აღსანიშნავად, რომელმაც ბევრი მოიგო, მაგრამ განსაკუთრებით მომავლისთვის.

სარი? არასდროს ეწინააღმდეგებოდა ლამაზი ფეხბურთის თამაში და გამარჯვება ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ სარიმ იცის როგორ გააკეთოს ეს ინტერპრეტაცია და მთავარია, რომ ის თავს სახლში გრძნობს.

კმაყოფილი ვარ გარემოთი, ტრანსფერებით და ახალი ფეხბურთელებით. მთავარი მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა“, – თქვა ელკანმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *