მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარის რეკორდი “იუვენტუსში”

მაურიციო სარის რეკორდი “იუვენტუსში”

ტურინის „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში 15 საშინაო თამაში ჩაატარა და 14-ჯერ გამარჯვება მოიპოვა. ერთადერთი გამონაკლისი „სასუოლოსთან“ თამაში გამოდგა, რომელიც ფრედ (2:2) დასრულდა.

1929 წლის შემდეგ მაურიციო სარი „იუვენტუსის“ მეორე მწვრთნელი გახდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე სადებიუტო 15 მატჩიდან 14 მოიგო.

მანამდე, იგივე შედეგი მხოლოდ კარლო პაროლამ დააფიქსირა, რომლის ხელმძღვანელობით ტურინულ გრანდს მსგავსი სერია 1960 წელს ჰქონდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …