მთავარი / სიახლეები / ბენტანკური: “თამაშიდან თამაშამდე თავს უკეთესად ვგრძნობ”

ბენტანკური: “თამაშიდან თამაშამდე თავს უკეთესად ვგრძნობ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა „რომასთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ურუგვაელმა ნახევარმცველმა „ალიანც სთედიუმზე“ სადებიუტო გოლი გაიტანა. აქამდე მხოლოდ საგარეო მატჩებში ახერხებდა გატანას.

„შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, ძალიან კარგად დავიწყეთ და გაშვებულის გოლის შემდეგაც მეორე ტაიმშიც კარგად ვითამაშეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სახლში პირველი გოლის გატანა მოვახერხე, სავსე სტადიონის წინაშე, მართლაც ძალიან ლამაზი იყო. ვგრძნობ, რომ თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ვარ, ყველას ჩემდამი დიდი რწმენა აქვს, გულშემატკივრებსაც და ამას ყოველდღე მიმტკიცებენ. ახლა ამ გზაზე სიარული უნდა გავაგრძელოთ“, – აღნიშნა ბენტანკურმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „მილანი“ – „ტორინოს“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. მომდევნო მატჩს კი, ნეაპოლში, „ნაპოლისთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …