მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “არასდროს არ უნდა მოვეშვათ”

ბონუჩი: “არასდროს არ უნდა მოვეშვათ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „რომასთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდი არასდროს უნდა მოეშვას, რადგან როგორც კი, ეს გააკეთეს, მაშინვე პრობლემებს წააწყდნენ.

„არასდროს უნდა დავნებდეთ, რადგან როგორც ამ საღამოს ვნახეთ, როგორც კი ძრავა გამოვრთეთ, მაშინვე სირთულეები შეგვექმნა. „რომა“ პროაქტიურ ფეხბურთს თამაშობს, შესაბამისად, ბევრი პრობლემა შეგვიქმნა და ბევრი გადაადგილება მოგვიწია. თუმცა, პირველი ტაიმი კარგი იყო, თამაშიც კარგად ჩავატარეთ.

დიბალას არყოფნა? პაულომ მიმდინარე სეზონში ბევრი თამაში ჩაატარა, ეს ჩვენთვის დამატებითი ღირებულებაა, მაგრამ საბედნიეროდ „იუვეს“ 25 ფეხბურთელი ჰყავს უმაღლესი დონის. სამი ტურნირის მოგება გვინდა და შესაბამისად, ყველა მზად უნდა იყოს თამაშისთვის, მწვრთნელის გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეეძლოს. იგუაინმა და დუგლას კოშტამაც შესანიშნავად ითამაშეს.

უპირატესობა ჩემპიონატში? ეს არაფერია, 4 ქულა არაფერს ნიშნავს. კიდევ ბევრი თამაში წინაა, გიჟური გადაწყვეტილება იქნება, რომ ოთხი ქულა დიდ უპირატესობად ჩავთვალოთ.. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, გავაუმჯობესოთ თამაში და თავი გავწიროთ. სამი მიზანი გვაქვს დასხული და ბოლომდე უნდა მივიდეთ ყველა ტურნირში“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „მილანი“ – „ტორინოს“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. მომდევნო მატჩს კი, ნეაპოლში, „ნაპოლისთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …