მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარის კომენტარი “რომასთან” მატჩის შემდეგ

მაურიციო სარის კომენტარი “რომასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „რომასთან“ (3:1) თამაში შეაფასა და პირველი ტაიმით კმაყოფილი დარჩა. იტალიელმა სპეციალისტმა ცალკეული ფეხბურთელების შესახებ გააკეთა კომენტარი.

„კარგი პირველი ტაიმი გვქონდა. მეორე ტაიმში თამაშში კარგად ვერ შევედით და შემდეგ ცოტა გაგვიჭირდა. ბუფონი? ასაკს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, ის ისევ უმაღლესი დონის მეკარეა. დუგლას კოშტამ და რონალდუმ კარგად ითამაშეს, მიუხედავად იმისა, რომ კოშტა 90 წუთის სათამაშოდ მზად ისევ არაა, მაგრამ იზრდება. კრიშტიანუ კი საოცარ ფიზიკურ და მენტალურ კონდიციაშია, შთამბეჭდავი რიტმით ახერხებს გოლების გატანას. მისი გარდასახვა? რთულია მისი გაუმჯობესება, რადგან ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მეექვსე ოქროს ბურთის მოგებაში დავეხმაროთ. კომპლომენტები ეკუთვნის დედამისს, რომლისგან საოცარი ინდივიდუალური თვისებები ერგო.

ვწუხვარ, რომ იგუაინმა გოლის გატანა ვერ მოახერხა, ეს დაიმსახურა. რუგანიმ მაღალ დონეზე ითამაშა და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგა ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი დრო არ ეძლევა.

ამ გუნდს შეუძლია ორი სქემით თამაში, რაც ჩემთვის ფუფუნებაა. დანილოს ტრავმა? კუადრადოს გრიპი ჰქონდა, ალექს სანდროსაც მცირე დაზიანება აწუხებდა. საჭიროების შემთხვევაში არის მატუიდი, რომელმაც უკვე ითამაშა ფლანგზე. დანილოს ტრავმის სიმძიმე კი, ჯერ არ ვიცით.

„ნაპოლი“? ძლიერი გუნდია, ვიცნობ ფეხბურთელებს და ვიცი მათი შესანიშნავი თვისებები. ერთ თამაშში ყველა გუნდი ძალიან საშიშია“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „მილანი“ – „ტორინოს“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. მომდევნო მატჩს კი, ნეაპოლში, „ნაპოლისთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …