ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლაციოსთან“ მატჩის ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე ძლიერი გუნდია, მაგრამ ბოლო დროს მისი გუნდის თამაშიდან სიამოვნებას უფრო მეტად იღებს.
„ეს მშრალი თამაშია, ჩემპიონატი სხვა ისტორიაა. „ლაციო“ ძლიერი გუნდია, როგორც ფიზიკურად, ისე ტექნიკურად. იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარდაცვა ჰყავს და თავდამსხმელი ჩირო იმმობილე, რომელმაც 16 თამაშში 17 გოლი გაიტანა.
ბოლო დროს რიგირც ვარჯიშებიდან, ისე თამაშიდან სიამოვნებას ვიღებ, შეგრძნება მაქვს, რომ ჯერ კიდევ ხარვეზი გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ვიმუშაოთ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ.
შემტევი სამეული? ჯერ კიდევ არ ვიცი, დიბალა-იგუაინი-რონალდუს ტრიო იქნება თუ არა ძირითადში. ამას ბოლო ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ.
ამ თამაშში ბევრი მოტივაცია გვჭირდება, მათ შორის შეგვიძლია მოტივაციად გამოვიყენოთ რომში წაგებული თამაშიც“, – განაცხადა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩი 22 დეკემბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.