ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ „ლაციოსთან“ იტალიის სუპერთასზე გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„რომში წაგებულმა მატჩმა გვასწავლა, რომ გარკვეულ შეხვედრებში დეტალები და ეპიზოდები ბევრ რამეს ცლის. ჩვენ იმ დღეს რამდენჯერმე შეგვეძლო თამაშის დახურვა, მაგრამ ვერ შევძელით. ვიცით, რომ ვხვდებით გუნდს, რომელიც ფსიქოლოგიურად შესანიშნავ პერიოდს განიცდის. თუმცა, ჩვენც კარგად ვართ, შესანიშნავი თამაში იქნება.
ინძაგიმ თავის ფეხბურთელებს ზუსტი იდენტობა მიანიჭა. ისინი ძალიან კარგად გადადიან იერიშზე. იმმობილეს კარგად ვიცნობ, კარგ ფორმაშია, მაგრამ „ლაციო“ მხოლოდ ის არაა. დადებითი შედეგისთვის იდეალურად თამაში იქნება საჭირო. აქამდე ჩვენ ბევრ გოლს ვუშვებთ, მითუმეტეს იმ გუნდისთვისაა ბევრი, რომელიც გამოირჩეოდა საუკეთესო დაცვის ხაზით“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩი 22 დეკემბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.