ბლეზ მატუიდიმ განაცხადა, რომ პსჟ-დან „იუვენტუსში“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გადავიდა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ტურინში გადასვლა მისთვის დიდი პროგრესია.
„ტურინში ჩამოსვლა ჩემს კარიერაში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. პსჟ-ს შეურაცხყოფის გარეშე, რომელიც ასევე დიდი გუნდია. „იუვენტუსში“ კი ყველაფერი გაკეთებული იმისთვის, რომ განვითარდე, ეს ჩემთვის შესაფერისია. „იუვენტუსში“ ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიცია არსებობს“, – თქვა მატუიდიმ.
შეგახსენებთ, რომ მატუიდი „იუვენტუსს“ 2017 წლის ზაფხულში „პარი სენ ჟერმენიდან“ შეუერთდა.