მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ფიორენტინასთან” მატჩამდე

მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ფიორენტინასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსს“ მაურიციო სარი დაუბრუნდა, რომელმაც „ფიორენტინასთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„მწვრთნელისთვის ვარჯიშებში მონაწილეობის მიღება, სათადარიგო სკამზე ყოფნა, ყველაფერია, ცხოვრებაა. მადლობა ვუხდი ჩემს სამედიცინო პერსონალს, რომლებიც 20 დღე მმკურნალობდნენ.

ემრე ჯანი? როდესაც მოთამაშე იძულებულია მიიღოს ასეთი არჩევანი, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ემოციური ასპექტი. მე კი მაქვს უფლება, რომ გავიგო მსგავსი ტიპის რეაქცია.

ამ მომენტში ჩემპიონატზე ვფიქროვ, გუნდს ძლიერი ორგანიზაცია სჭირდება, ვფიქრობ, ხედირაზე, რაბიოზე და რემზიზე, რომელიც ახლახან დაგვიბრუნდა. ბოლო 10 დღის განმავლობაში მან პროგრესი განიცადა. ის ძალიან ტექნიკურია და შეუძლია შეტევის დახმარება. თუმცა, მის ადგილს უფრო ნახევარდაცვაში ვხედავ.

როდესაც „იუვეში“ გადავედი, დედაჩემი კმაყოფილი არ ყოფილა. ჯოჯო გუნდის სულს წარმოადგენს, რადგან ის თანაგუნდელებს ვარჯიშებზეც უძღვება, ის მნიშვნელოვანი დანაკლისია. რუგანი სრულად უნდა დაგვიბრუნდეს, დე ლიხტს კი ტოპ მომავალი აქვს. მინდა, რომ ჩემი საფეხბურთო იდეები ყველამ მიიღოს, ყოველგვარი რეპლიკების გარეშე.

იგუაინი? „ჩელსიში“ გატარებულ ბოლო პერიოდში არ თამაშობდა, იმიტომ, რომ ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯებოდა, როგორცეს შეეძლო. მანჯუკიჩი? ალბათ მან გაცილებით ნაკლები მაჩვენა ამ პერიოდში, ვიდრე გონსალომ.

რონალდუ? მსოფლიოში საუკეთესოა და მოედანზე თავისუფლება უნდა მიეცეს. ვინც მის გვერდით თამაშობს, უნდა დაეხმაროს. რაბიო? 2019 წელს პრაქტიკულად არ უთამაშია. მატუიდი კი არის ფეხბურთელი, რომელიც ამ მომენტში უკეთ ერგება ჩვენს სისტემას. კულიბალი? გულწრფელად ვწუხვარ, არაჩვეულებრივი ბიჭია“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ ფლორენციაში 14 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …