მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ანიელი ყველაფერს აკეთებს იტალიური ფეხბურთის გასაუმჯობესებლად”

ალეგრი: “ანიელი ყველაფერს აკეთებს იტალიური ფეხბურთის გასაუმჯობესებლად”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი სამწვრთნელო საქმიანობიდან ისვენებს. ალეგრიმ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და „იუვეს“ შესახებაც მოუწია საუბარი.

„აბსოლუტურად არ ვნანობ „იუვენტუსთან“ გაკეთებულ არჩევანს. ორივმე მხარეს ყველაფერი კარგად გვესმოდა, ალბათ პრეზიდენტმა ჩემზე ადრე გაიგო, რომ ხუთი წლის შემდეგ შესვენების დრო იყო. ანიელისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ამ ზაფხულსაც ერთად ვიყავით.

„იუვენტუსში“ გამიმართლა, ტიტულები მოვიგე, ჯერ მაროტასთან ერთად, შემდეგ მის გარეშე. ანიელი ახალგაზრდა პიროვნებაა ევროპული შეხედულებებით, ყველაფერს აკეთებს, რომ იტალიური ფეხბურთი გააუმჯობესოს.

რონალდუ? ის ყველაზე დიდია, განსაკუთრებით მენტალური კუთხით. 35 წლისაა, მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, ოქროს ბურთი, მაგრამ „იუვენტუსში“ აგრძელებს გამარჯვებების მოპოვებას და სტიმულს ინარჩუნებს. მისი მთავარი პლიუსი გონება და პროფესიონალიზმია. ვისი გაწვრთნა უკეთესია რონალდუს თუ ახალგაზრდა მოთამაშის? ბევრად უკეთესია რონალდუსთან მუშაობა“, – თქვა რონალდუმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …