მთავარი / სიახლეები / ალექს სანდრო: “დღეში 300 ევროს თუ დავხარჯავ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ”

ალექს სანდრო: “დღეში 300 ევროს თუ დავხარჯავ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ Tuttojuve-ს ძალიან საინტერესო და გულწრფელი ინტერვიუ მისცა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საკუთარი წარსული გაიხსენა, ტურინზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა და არც „იუვენტუსში“ არსებულ ვითარებაზე დავიწყნია საუბარი.

„როდესაც „ატლეტიკო პარანაენსეს“ ახალგაზრდულ გუნდში მოვხვდი, 15 წლის ვიყავი თვეში მხოლოდ 100 დოლარს გამოვიმუშავებდი. თუმცა, გუნდმა ყველაფერი უფასოდ მომცა, სახლი, საკვები, სასკოლო გაკვეთილები. ასე, რომ მხოლოდ 50 დოლარს ვხარჯავდი და დანარჩენს ვინახავდი. ფეხბურთში ჩემი პირველი წარმატებით 300 დოლარი შევაგროვე და მშობლებს მივეცი, რომლებმაც ეს ფული სახლი მოსაპირკეთებლად გამოიყენეს. შემეძლო რამის ყიდვა, მაგრამ იმ მომენტში ოჯახის დახმარება მომიწია. დღეს ოჯახთან ერთად დღეში 300-400 ევროს ხშირად ვხარჯავ. თუმცა, შემდეგ ვფიქრობ, რამდენი ბრაზილიური რეალის ექვივალენტია ეს თანხა და თავს ცოტა დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ერთ ღამეში ამდენი თანხა დავხარჯე.

ტურინი? ბრაზილიელისთვის საცხოვრებლად რთული ქალაქია, რადგან გართობის ნაკლები შესაძლებლობაა. სამუშაოდ კი მშვენიერი ქალაქია, რადგან სხვა რამეზე ყურადღებას არ ამახვილებ. ჩემი ცხოვრება აქ შედგება ვარჯიშისგან, შემდეგ სახლში ვბრუნდები და ვვახშმობ. დროდადრო, თავისუფალ დროს ახლომდებარე ქალაქებში მივდივარ. ცხადია, გასართობი ადგილები ტურინშიც არის, მაგრამ ეს უფრო ადგილობირვებმა იციან, ტურისტებისთვის კი შესაძლოა მოსაწყენი იყოს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ წარსულში „იუვეს“ ბრაზილიელები ნაკლებად ჰყავდა, რადგან ტურინს არ აქვს იგივე მიმართვა, როგორც მილანს ან რომს. გარდა ამისა, არსებობს კლუბის ხელმძღვანელობის მიდგომაც. ამ თვალსაზირით ამჟამად რაღაც შეიცვალა და უცხოელი მოთამაშეებიც სახლში გრძნობენ თავს. არამგონია წლების წინ ასე ყოფილიყო.

„იუვე“? ვარჯიშები ყველგან რთულია, მაგრამ „იუვეში“ განსაკუთრებით. ახალი ფეხბურთელებისთვის პირველი თვეები ძალიან რთულია. მახსოვს, როდესაც „პორტუდან“ მოვედი, საწყისი ორი თვე ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ფეხები მტკიოდა, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ შევეჩვეოდი. ყოველდღე ვიბრძოდი და დიახ, შევეჩვიე. შესაძლოა ვარჯიშების ასეთი მეთოდი ბრაზილიელებისთვისაა უცხო, რადგან ჩვენ ყოველთვის არ ვიხარჯებით ვარჯიშებზე ბოლომდე. ორგანიზაცია კი, რომელიც „იუვეს“ ჰყავს, ძნელია სხვაგან ნახო. გულშემატკივრები მხოლოდ მინდორს ხედავენ, მაგრამ არსებობს დიდი კომპანია, რომელიც ყველაფერზე ზრუნავს“, – თქვა ალექს სანდრომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …