ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ვერონასთან“ (1:2) წაგების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი ვერ ახერხებს თამაშში იმის გადმოტანას, რასაც ვარჯიშზე აკეთებს.
„ჩვენ გვაქვს განსხვავება სახლში და სტუმრად მატჩებს შორის, როგორც თამაშის ხარისხის, ისე შედეგების თვალსაზრისით. გვინდოდა ეს პრობლემა დღეს გადაგვეწყვიტა, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა.
ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა. არ შეიძლება დავკარგოთ მოპოვებული ქულები თუ გვინდა, რომ „იუვენტუსმა“ გამარჯვებები გააგრძელოს. „ვერონა“ მთელი თამაშის განმავლობაში ინტენსიურად გვიტევდა, მაგრამ ამას ველოდით.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გამარჯვება უმნიშვნელო არაა და რთულია. ეს უნდა გავითავისოთ და უნდა ვიბრძოლოთ. სწორად ვვარჯიშობთ, მაგრამ შემდეგ ვერ ვახერხებთ თამაშის დროს პოტენციალის ბოლომდე ჩვენებას. ეს არის გუნდი, რომელიც მიჩვეულია გამარჯვებებს, მაგრამ ამ მომენტში რაღაცას ვერ ვხვდებით და ვკარგავთ ქულებს“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ გათამაშებას 54 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 13 თებერვალს, იტალიის თასზე „მილანთან“ გამართავს.