ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 23-ე ტურში „ვერონასთან“ 1:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – VAR-მა დაინდო, თორემ პირველ ტაიმში გაშვებული გოლის დროს აშკარად შეცდა. მეორე ტაიმში გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის.
კუადრადო 5.5 – სირთულეებს ბევრჯერ გადააწყდა, შეტევაშიც ვერ იაქტიურა.
დე ლიხტი 6 – მცველებში ყველაზე კარგი იყო. ცდილობდა კედელი ყოფილიყო მაშინაც, როდესაც ეს მარტივი არ იყო.
ბონუჩი 5 – რთული საღამო. გაუზარებელი პენალტი აიკიდა და ინდივიდუალურად ჰქონდა ხარვეზები.
ალექს სანდრო 5 – ფლანგზე ფარაონიმ დაჩაგრა. შეტევაში მისი მოქმედება ისევ არადამაკმაყოფილებელია.
ბენტანკური 5.5 – რონალდუს გოლის დროს საგოლე პასი ჩაიწერა, მაგრამ „ვერონას“ პირველ გოლშიც მიიღო მონაწილეობა და ეს ძალიან მძიმე შეცდომა აღმოჩნდა.
დე შილიო შ.გ – იტალიელმა მცველმა ძალიან ცოტა ხანი ითამაშა.
პიანიჩი 5 – აშკარა სირთულეებში იმყოფება. ბორინის გოლის ეპიზოდში ბურთი ჩააბაა და ეს ნათლად ასახავს ბოსნიელის ძალიან ცუდ ფორმას.
რაბიო 5.5 – უახლოეს პერიოდში გავლილი პოზიტიური მატჩების შემდეგ ნაბიჯი უკან გადადგა. ძალიან ბევრი ბურთი დაკარგა.
დუგლას კოშტა 6.5 – პირველ ტაიმში ხარიხამ შეუშალა ხელი გატანაში. შემდეგ შესანიშნავად ჩააწოდა და რონალდუს მცირედი დააკლდა გატანამდე. კარგი თამაში ჰქონდა, მაგრამ შემდეგ დაშავდა, მიმდინარე სეზონში მესამედ. მისი მდგომარეობა უნდა შეფასდეს.
რემზი 5.5 – თამაშში ვერ ჩაერთო ვერც გამთამაშებლის და ვერც ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე.
იგუაინი 5.5 – „იუვეს“ დუგლას კოშტასთან ერთად მოედანზე ფორვარდი სჭირდება, მაგრამ „პიპიტა“ აშკარად რთულ პერიოდშია.
დიბალა 6.5 – აქტიურად შემოვიდა და საგოლე შეტევაც მან წამოიწყო. თუმცა, მოუკლო და რამდენიმე არაზუსტი მოქმედება ჰქონდა.
რონალდუ 7 – ზედიზედ 10 თამაში გოლი, „ვერონასთან“ მართლაც შესანიშნავი გოლი გაიტანა და თითქმის მისი დამსახურება იყო. ამ შეხვედრაში გუნდი მხრებით ატარა და ცალსახად საუკეთესო იყო.