მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარი: “სამწუხარო შედეგია, რადგან თამაში ჩვენს ხელში იყო”

მაურიციო სარი: “სამწუხარო შედეგია, რადგან თამაში ჩვენს ხელში იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ატლეტიკოსთან“ (2:2) მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი გუნდი გაიზარდა. თუმცა, სტანდარტული მდგომარეობებიდან გაშვებულ გოლებს ხაზი გაუსვა და თქვა, რომ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.

„ძალიან გავიზარდეთ ბოლო თამაშთან შედარებით. განვიხილოთ პოზიტიური ასპექტები: აქამდე აქ გოლის გატანასაც ვერ ვახერხებდით, ახლოს ვიყავით ანგარიშის 3:1 გახდომასთან და 2:2-ის შემდეგაც ვაჩვენეთ ხასიათი, როდესაც კომპენსირებულ დროში სამჯერ დავარტყით. თუმცა, ვწუხვარ ფრის გამო, რადგან თამაში დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს ხელში იყო. უნდა მოვუმატოთ და მეტი აგრესია გამოვიჩინოთ სტანდარტული ვითარებების დროს. ეს ნამდვილად დასანანია და უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ.

კუადრადოს სასტარტოში დაყენება? მოსალოდნელი იყო, რომე სივრცეები გაჩნდებოდა და ასეთ დროს ხუანი ძალიან გამოსადეგი ფეხბურთელია. საბოლოო ჯამში თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ გაშვებულმა გოლებმა ძალიან დაგვაზარალა“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მომდევნო მეტოქე „ლევერკუზენი“ იქნება და შეხვედრა ტურინში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …