ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ატლეტიკოსთან“ (2:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, დასანანია სტანდარტული მდგომარეობიდან გოლების გაშვება.
„ატლეტიკოსგან“ პირველ ტაიმში დიდი ზეწოლა იყო. როდესაც ბურთი გავაკონტროლეთ სახიფათო მომენტებიც შევქმენით და გავიტანეთ. სამწუხაროა ორი გოლის გაშვება, უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო, რადგან შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ. არ შეიძლება ამდენი გოლი გავუშვათ სტანდარტული მდგომარეობებიდან, დასანანია. „ნაპოლისთან“ ამის ხარჯზე მოვიპოვეთ სამი ქულა, დღეს ორი დავკარგეთ“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მომდევნო მეტოქე „ლევერკუზენი“ იქნება და შეხვედრა ტურინში გაიმართება.