ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ, რომელმაც მადრიდის „ატლეტიკოს“ დიდებული გოლი გაუტანა, განაცხადა, რომ შედეგით ძალიან გაბრაზებულია.
„ბედნიერი ვარ გოლის გამო, მაგრამ შედეგით დამწუხრებული. დავამტკიცეთ, რომ შესანიშნავი გუნდი გვყავს, ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა თამაშის დასასრულით გაბრაზებული ვარ, რადგან როდესაც 2:0-ს იგებ, ფრე ძალიან სამწუხარო შედეგია“, – აღნიშნა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მომდევნო მეტოქე „ლევერკუზენი“ იქნება და შეხვედრა ტურინში გაიმართება.