ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ (2:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, ფრანგმა „როხიბლანკოს“ კარში გოლის გატანაც მოახერხა.
„გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა, საბოლოო ჯამში არაა ცუდი შედეგი. ცხადია, რომ უნდა გავაუმჯობესოთ, უფრო ყურადღებით ვიმუშაოთ, თუნდაც იმის გამო, რომ წვრილმან დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს და განსხვავებას იწვევს“, – თქვა მატუიდიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მომდევნო მეტოქე „ლევერკუზენი“ იქნება და შეხვედრა ტურინში გაიმართება.