ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ სტუმრად ფრედ, 2:2 ითამაშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6.5 – პირველ ნახევარ საათში ოთხი ბურთი აიღო, განსაკუთრებული ბურთები არ ყოფილა, მაგრამ ყველა საჭირო იყო და უსაფრთხოდ ითამაშა. გაშვებულ გოლებში ვერაფერი შეძლო. განსაკუთრებით პირველში უძლური იყო.
დანილო 5.5 – ძალიან ხშირად არაზუსტად თამაშობდა. მეორე ტაიმში ოდნავ გამოასწორა, მაგრამ ეს საკმარისი არ ყოფილა, რომ საშინელი თამაში ჩაეტარებინა.
ბონუჩი 6.5 – დაცვაში საუკეთესო იყო, ლიდერობდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მისთვის სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. თითქოს ნელ-ნელა საბოლოოდ ბრუნდება ძველი ბონუჩი. პირველ გოლზე იგუაინის მისამართით ფენომენალური პასი გააკეთა. სტანდარტულების დროს მთლიანად „იუვეს“ უჭირს, მაგრამ ამჯერად მას არ გაქცევია მეტოქე.
დე ლიხტი 6 – უკეთესი თამაში ჩაატარა, ვიდრე წინა შემთხვევებში აგრძელებს ზრდას. კიდევ ერთხელ იყო რთულ ვითარებაში, მაგრამ თამაშის კითხვის დროს კარგი იყო.
ალექს სანდრო 6.5 – დანილოსთან შედარებით მარცხენა ფლანგი ცოცხალი ჰყავდა. მატუიდის გოლს დროს იდეალურად ჩააწოდა.
ხედირა 6 – სეზონის კარგი დასაწყისის მერე ცოტა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ნაკლებად ეფექტურიც იყო.
ბენტანკური 6 – კარგად ჩაერთო თამაშში იგუაინი ლამის პირისპირ დატოვა, თუმცა სტეფან სავიჩი ვერ აიყვანა და გოლი გავიდა.
პიანიჩი 5.5 – დავინახეთ, რომ საუკეთესო არ იყო, მაგრამ მოუწევს უკეთეს ფორმაში შესვლა.
რემზი შ.გ – უელსელის დებიუტი შედგა.
მატუიდი 6.5– კარგი სამუშაო შეასრულა და ეს გოლით დაუფასდა. თუმცა, 2:2 მისი შეცდომის შემდეგაც გახდა.
კუადრადო 7 – ის სიახლე იყო, ბერნარდესკის ნაცვლად მოულოდნელად გამოჩნდა ძირითადში. დაცვასაც კარგად ეხმარებოდა ზონების ჩაკეტვაში და შეტევაში ყველაზე აქტიური იყო. მეორე ტაიმში ანგარიში ზღაპრული გოლით გახდა. შესაძლოა ამ თამაშმა მის სეზონს განსხვავებული მნიშვნელობა მისცეს.
იგუაინი 7 – პირველ ტაიმში პრაქტიკულად მაყურებლის როლში იყო, მაგრამ ბონუჩის დიდებული პასის მერე თვითონაც არანაკლებად გაისარჯა და კუადრადოს საოცარი გადაცემა გაუკეთა.
დიბალა 5.5 – ადვილი არაა თამაშში ჩართვა მცირე წუთებით. თუმცა, ერერას გამათანაბრებელ გოლში მისი წვლილიცაა. მას ვერ მოვთხოვთ მეორე სართულზე თამაშს, მაგრამ ფაქტია საჯარიმოში იყო, ერერა კი მის ზურგს უკან იყო და ისე მოახერხა გახსნა. არგენტინელი მექსიკელს არც კი უყურებდა.
რონალდუ 6 – პირველ ტაიმში მხოლოდ ის ზრუნავდა, რომ „იუვეს“ რამე ღირებული შეექმნა. „იუვე“ ახლოს იყო გამარჯვებასთან მისი გოლების გარეშეც. მსაჯის დამატებულ წუთზე კი ბრწყინვაე რეიდის შემდეგ მცირეოდენი დააკლდა უმძიმესი სამი ქულა მოეტანა გუნდისთვის. თუმცა, ეს მაინც არ ყოფილა ნამდვილი რონალდუ.