მთავარი / სიახლეები / ჰაერში დაკარგული ორი ქულა

ჰაერში დაკარგული ორი ქულა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი მადრიდში ჩაატარა და ორი ქულა დაკარგა. ამის თქმა თამამად შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ „ატლეტიკოსთან“ სტუმრად ქულის მოპოვება ბევრისთვის სანატრელია და ურიგო შედეგი სულაც არაა.

„ვანდა მეტროპოლიტანოზე“ მოსაწყენი პირველი ტაიმი ვიხილეთ და ჟოაო ფელიქსის სახიფათო დარტყმის გარდა, რომელიც ვოიცეხ შჩესნიმ გაანეიტრალა, არაფერი მომხდარა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარი გამოდგა ძალიან კარგი.

48-ე წუთზე „იუვემ“ შესანიშვანი კომბინაცია გაითამაშა, გონსალო იგუაინის დიდებული პასით ხუან კუადრადო კარგ პოზიციაში აღმოჩნდა და კოლუმბიელმა კიდევ უფრო მოხდენილი გოლით ანგარიში გახსნა. ულამაზესი გოლი გამოვიდა.

ტურინელებმა მალე მეორეც გაიტანეს. ალექს სანდროს ფლანგურ გადაცემას ბლეზ მატუიდი თავით გამოეხმაურა და 2:0. ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იყო გამარჯვებისკენ, მაგრამ „იუვემ“ ბოლო ოც წუთში უპირატესობა გაანიავა.

მთელმა თამაშმა ნათლად აჩვენა, რომ ტურინელებს მეორე სართულზე მასპინძელთა დაჯაბნა ძალიან უჭირდათ. ხოსე ხიმენესი ჰაერში შეუდარებელი იყო და სწორედ მისი პასით სტეფან სავიჩმა გაათანაბრა. 90-ე წუთზე „იუვენტუსმა“ კიდევ ერთხელ წააგო საჰაერო ორთაბრძოლა საკუთარ საჯარიმოში და ამჯერად ექტორ ერერამ დაარტყა უზადოდ. გავიხსენოთ, რომ შარშან „იუვემ“ „ატლეტიკოსგან“ორივე გოლი სწორედ ცენტრალური მცველებისგან და სტანდარტულებისგან მიიღო. ახლაც იგივე გამეორდა. „ბებერმა სინიორამ“ როგორც ჩანს, ძველ შეცდომებზე ვერ ისწავლა.

მიუხედავად იმისა, რომ „იუვემ“ ბოლო წუთზე გაუშვა, მოგება კიდევ შეეძლო, რადგან მსაჯის ბოლო კომპენსირებულ წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ შესანიშნავად ითამაშა, დაარტყა და ძალიან ცოტა დააკლდა გამარჯვების გოლამდე.

საბოლოოდ ფრე, 2:2. ერთი ქულა და ჰაერში დაკარგული ორი ქულა. „იუვე“ მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე ტურინში „ლევერკუზენთან“ ჩაატარებს, რომელიც სახლში „ლოკომოტივთან“ დამარცხდა.

„ატლეტიკო“ – „იუვენტუსი“ 2:2 (0:0)

მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“

მაყურებელი: 68 000

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი (ვიტოლო 76); კოკე, საული, ტომას პარტეი (ერერა 76), ლემარი (კორეა 60); ჟოაო ფელიქსი, დიეგო კოშტა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა (ბენტანკური 69), პიანიჩი (რემზი 87), მატუიდი; კუადრადო, იგუაინი (დიბალა 80), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 კუადრადო (48), 0:2 მატუიდი (65), 1:2 სავიჩი (70), 2:2 ერერა (90)

გაფრთხილება: დიეგო კოშტა (83), მატუიდი (15), კუადრადო (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 7 (2) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 11:5 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: დენი მაკელიე (ჰოლანდია)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …