მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარი: “ლოკომოტივი” პატივისცემას იმსახურებს”

მაურიციო სარი: “ლოკომოტივი” პატივისცემას იმსახურებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ რუსული გუნდი პატივისცემას იმსახურებს, რადგან შესანიშნავ ფორმაშია.

„ლოკომოტივი“

ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელიც შიდა ჩემპიონატში შესანიშნავად თამაშობს, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოიყურება, ეს ლევერკუზენში გამოჩნდა. კარგად იცის, როდის ჩაკეტოს თამაში და როდის შეუტიოს, კარგად იყენებს შეცვლებს, ასე, რომ მეტოქეს დიდი პატივისცემით უნდა შევხვდეთ.

გუნდის მდგომარეობა

სეზონის დასაწყისში უფრო ნაკლები საგოლე მომენტები შევქმენით, ვიდრე თამაშიდან გამომდინარე შეგვეძლო, მაგრამ სწორ გზაზე ვიმყოფებით.

დიბალა და იგუაინი ფორმაში

დიბალა და იგუაინი ორივე კარგ კონდიციებშია, არჩევანის გაკეთების შემთხვევაშიც კი, შეცდომის დაშვების შანსი შეზღუდულია.

რემზი და დანილო

რემზის აქვს კუნთების პრობლემა, დაღლილობას გრძნობს და ეს შესაძლოა სარისკო იყოს. ამიტომ, მუშაობს იმისთვის, რომ დარწმუნდეს კუნთის პრობლემისმოგვარებაში. დანილო კარგადაა, რამდენიმე დღეა ჩვენთან ერთადაა და სრულად გამოჯანმრთელდა.

განსხვავება დემირალსა და რუგანის შორის

ორივეს განსხვავებული თვისებები აქვს. პირველი ალბათ უფრო მეტად წააგავს კიელინის, აქვს სიწრაფე და აგრესიულობა, ხოლო რუგანი უფრო ბონუჩის ასახავს, რომელიც კარგად კითხულობს სათამაშო სიტუაციას. ამჟამად გვირჩევნია, რომ დაცვის ცენტრში უწყვეტად ორი მოთამაშე თამაშობდეს, აგრამ მომავალში ვიმედოვნებ, რომ ამ პოზიციაზეც გვექნება ცვლილებების გაკეთების შესაძლებლობა.

რაბიოს ზრდა

რაბიო შემთხვევაში ყველაზე პოზიტიური ასპექტია ის, რომ ერთი თვის შემდეგ უთამაშებლობით მოახერხა უკეთეს კონდიციებში შესვლა. მან იმუშავა არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ ტაქტიკურადაც და მჯერა, რომ ეს დაეხმარება.

რონალდუს მენტალიტეტი

რონალდუს გაწვრთნა კმაყოფილების წყაროა. ტექნიკური თვისებების მიღმა არაჩვეულებრივი მენტალიტეტი აქვს და აგრძელებს მიზნების დასახვას. სწორედ ესაა განსხვავება, გონებრივ დონეზე რაღაც უფრო მეტი აქვს, ვიდრე სხვებს“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლოკომოტივის“ მატჩი 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …