უახლოეს სატრანსფერო პერიოდში დიდი ალბათობით, ემრე ჯანი „იუვენტუსს“ დატოვებს. მაურიციო სარი გერმანელ ფეხბურთელს არ ენდობა და მიმდინარე სეზონში სულ სამჯერ ათამაშა, სამჯერვე ცვლილებაზე. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც არ შეიყვანა.
იტალიური მედიის ცნობით, ემრეს პსჟ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეპატიჟებიან. ლეონარდო მზადაა იანვრისთვის კონკრეტული წინადადებაც წარმოადგინოს და ფეხბურთელი პარიზში იახლოს, მაგრამ ტურინელებს ურჩვენიათ „მანჩესტერში“ გაუშვას.
საქმე ისაა, რომ „იუვენტუსი“ ემრე ჯანის პოლ პოგბას ტრანსფერში ჩართვას გეგმავს და სწორედ ამიტომ, პსჟ ინგლისური გუნდი ამჯობინა.