ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი „ლევერკუზენთან“ (3:0) თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.
„გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა. მეორე ტაიმში ბურთის კარგად ავკონტროლებდით, დაცვაში შეცდომა არ დაგვიშვია და ხარისიანი ფეხბურთი ვითამაშეთ. ბერნარდესკი? ბოლო ვარჯიშების შემდეგ კარგი შეგრძნება დამიტოვა და ნდობა გაამართლა. შეეძლო მეტოქის ხაზებს შორის მოძრაობა და ამიტომ მივანიჭე უპირატესობა. ამ მომენტში შეტევაში არჩევანის გაკეთება ურთულესია, ყველა კარგად თამაშობს და ეს ძალიან კარგია“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს სერია A-ში 6 ოქტომბერს, „ინტერთან“ ჩაატარებს.