კლაუდიო მარკიზიო, რომელიც ახლა გუნდის გარეშე არის დარჩენილი, თავისი მომავლის შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports Italia ავრცელებს.
იტალიელი ნახევარმცველი პრეს-კონფერენციას ალიანც სთედიუმზე გამართავს, სადაც ის თავის მომავალზე ისაუბრებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლაუდიო მარკიზიო მუხლის მძიმე ტრავმის გამო კარიერის დასრულების შესახებ გვამცნობს.
მარკიზიო იუვენტუსის აღზრდილია. 1993 წელს 7 წლის იყო როდესაც იუვენტუსის აკადემიში ჩაირიცხა. პროფესიონალური კარიერა 2006 წელს დაიწყო. 2018 წელს კლაუდიო მარკიზიო ზენიტს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა სადაც ერთი სეზონი გაატარა.