ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „ლევერკუზენთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ჰოლანდიელი მცველი როგორც საკუთარი, ისე გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო.
„ბდნიერი ვარ ჩემი თამაშით და განსაკუთრებით გუნდის გამარჯვებით, გუნდის კარგი თამაშით. აქ კარგად ვარ, ადაპტაციას გავდივარ ახალ ქალაქთან, ახალ ერთან და კმაყოფილი ვარ.
სეზონის მიზანი? დიდი გუნდში ვთამაშობთ, შესაბამისად ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი თამაშის მოგებაა. „ინტერი“? ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება“, – თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს სერია A-ში 6 ოქტომბერს, „ინტერთან“ ჩაატარებს.