ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ თებერვლის შემდეგ მშრალი სერია შეწყვიტა და „ლევერკუზენთან“ (3:0) გოლი გაიტანა. ფედერიკომ ამ მატჩში ფლანგის ნაცვლად გამთამაშებლად ითამაშა და აღნიშნა, რომ ეს პოზიცია მოსწონს.
„შესანიშნავი თამაში იყო. ჩვენ ვნახეთ „იუვენტუსი“, რომლის ნახვა ყველას სურს. ვიცოდი, რომ ტექნიკური შეხვედრის დროს ვითამაშებდი და ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ამ პერიოდში კარგად ვიმუშავე. გამთამაშებლად თამაში მომწონს, რადგან სივრცე შეტევის ყველა ფრონტზე მაქვს.
შეტევაში კარგად გამოვიყურებოდით, პრესინგს მივმართავდით. „ინტერი“? უმნიშვნელოვანესი თამაში იქნება, მაგრამ ჩემპიონატი ჯერ კიდევ ძალიან გრძელია. იქ წავალთ რწმენით, რომ „იუვენტუსი“ ვართ“, – აღნიშნა ბერნარდესკიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს სერია A-ში 6 ოქტომბერს, „ინტერთან“ ჩაატარებს.