ხუან კუადრადო კარგ ფორმაშია და მისთვის უცხო პოზიციაზე, მარჯვენა მცველადაც ჩინებულად თამაშობს. „ლევერკუზენთან“ (3:0) მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ნამატჩევს კოლუმბიელმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მომატება კიდევ შეუძლია:
„მოედანზე გამარჯვების დიდი სურვილით გავედით. ისინი კარგად თამაშობდნენ, მაგრამ ჩვენ ორგანიზებულად ვიმოქმედეთ და თამაშის სადავეები ხელში ჩავიგდეთ. თუ მუშაობას გავაგრძელებთ, სწრაფად მივაღწევთ იქამდე, სადაც მწვრთნელს სურს. მასთან სეზონის დასაწყისში ვისაუბრე და ვცდილობ ორიენტირებული ვიყო ვარჯიშებზე, რადგან ვიცი, რომ ჯერ კიდევ შემიძლია თამაშის გაუმჯობესება“, – თქვა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს სერია A-ში 6 ოქტომბერს, „ინტერთან“ ჩაატარებს.