ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა, რომელმაც „ლევერკუზენთან“ (3:0) მატჩში გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ იგუაინი ტურინელმა ფანებმა შეცვლის ეპიზოდში აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.
„ძალიან ბედნიერი ვარ გუნდის თამაშით. თუ გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე წინ წავიდეთ, ასე უნდა ვითამაშოთ. ახლა დავისვენებთ და ხვალიდან „ინტერზე“ ფიქრს დავიწყებთ. მხოლოდ დასაწყისში ვართ, მაგრამ ეს იქნება თამაში, რომელმაც შეიძლება ჩემპიონატზე გავლენა მოახდინოს.
აპლოდისმენტები? ქომაგები ყოველთვის გამოხატავდნენ ჩემს მიმართ სითბოს და ეს შესანიშნავი გრძნობაა. მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია“, – განაცხადა იგუაინმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს სერია A-ში 6 ოქტომბერს, „ინტერთან“ ჩაატარებს.