ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ლევერკუზენი“ 3:0 დაამარცხა და 4 ქულა დააგროვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – რეალურად საქმეში ჩართვა არასდროს დასჭირვებია.
კუადრადო 7 – დაცვის მარჯვენა ფლანგზეც შესანიშნავია. კოლუმბიელმა მისთვის უჩველო ადგილზეც მაღალ დონეზე ჩააბარა გამოცდა. იგუაინის გოლიც მისი პასით დაიბადა და უკანაც უშეცდომო იყო.
ბონუჩი 6.5 – პუნქტუალური ყველა ეპიზოდის დახურვაში, ყოველთვის საჭირო ადგილას იდგა.
დე ლიხტ 6.5 – ვითარდება, ჩემპიონთა ლიგაზეც.
ალექს სანსდრო 6 – ბრაზილიიდან ოჯახური გლოვის შემდეგ დაბრუნდა და მარცხენა ფლანგზე დაიკავა ადვილი, რომელიც სულ უფრო და უფრო მისი ხდება.
ხედირა 6 – ნახევარდაცვის მთელ ზონაში კარგად მოქმედებდა.
ბენტანკური 6 – კიდევ ერთი შანსი მიიღო ნდობის მოსაპოვებლად.
პიანიჩი 6.5 – როდესაც თამაშის მისდის, თამაშობს „იუვენტუსიც“.
მატუიდი 6 – ყველაფერი გააკეთა მარცხენა ფლანგზე, რომელიც საჭირო იყო თამაშის დასაბალანსებლად.
ბერნარდესკი 6 – ერთადერთი სიურპრიზი სასტარტო შემადგენლობაში. ცუდად არ დაუწყია, თუმცა შემდე ოდნავ მოუკლო. გოლმა ყველაფერი შეარბილა, რაც ამოსავალი წერტილია.
რემზი შ.გ – უელსელმა მხოლოდ 12 წუთი გაატარა მოედანზე.
იგუაინი 7.5 – სექტემბერი დაასრულა განსაკუთრებული ზარების გარეშე, ამჯერად კი პირველივე შანსი გამოიყენა და შემდეგ ცდილობდა ანგარიშის გაორმაგებას. როდესაც შეცვალეს „ალიანც სთედიუმიდან“ აპლოდისმენტებიც მიიღო.
დიბალა 6.5 – სწორი დრო მოძებნა და რონალდუს საგოლე პასი გაუკეთა.
რონალდუ 6 – უკეთესი საღამოებიც ჰქონია. ორჯერ რეალური შანსი ვერ გამოიყენა, გამთამაშებლის ტაქტიკაში უკეთ ათამაშდა. საოცარი მომენტების განიავების შემდეგ კი 88-ე წუთზე გოლიც გაიტანა.