მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა „ზალცბურგის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდია. ახალგაზრდა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგაზე 2 ტურში 4 გოლი გაიტანა. მთლინობაში კი, სეზონში 11 თამაშში თავი 18-ჯერ გამოიჩინა.
ნორვეგიელმა „იუვენტუსში“ შესაძლო გადაბარგებაზე გააკეთა კომენტარი:
„ვფიქრობ, ჯერ „იუვენტუსში“ წასვლა ნაადრევია. „ზალცბურგი“ იდეალური გუნდია ჩემთვის. ასევე მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა როლს მივიღებდი კლუბში, რომელსაც ავირჩევდი. აქ თამაშის უფრო მეტი შანსი მაქვს“, – თქვა ჰოლანდმა.
შეგახსენებთ, რომ სკანდინავიელმა „ლივერპულს“ „ენფილდზე“ გაუტანა, მანამე კი, „გენკთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ნიჭიერი ფეხბურთელით ევროპული გრანდები უკვე დაინტერესდნენ.