მთავარი / სიახლეები / ალესანდრო დელ პიერომ “ინტერთან” მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი დაასახელა

ალესანდრო დელ პიერომ “ინტერთან” მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი დაასახელა

ტურინის „იუვენტუსი“ კვირას მილანის „ინტერს“ ესტუმრება. ამ თამაშისადმი ინტერესი ძალიან დიდია, რაც ბუნებრივია.

ალესანდრო დელ პიეროს კი, მისთვის ფავორიტ შეხვედრად 2006 წლის 12 თებერვალს გამართილი დაპირისპირება მიაჩნია, რომელიც „იუვემ“ „ინტერს“ სწორედ ალექსის ულამაზესი ჯარიმით მოუგო (2:1).

„რომელი იტალიური დერბი მახსენდება საუკეთესოდ? უდავოდ ჯარიმა, რომლის შემდეგაც ენა გამოვყავი და სკუდეტო მოვიგეთ. „სან სიროზე“ თამაში ჩვეულებრივი მოვლენა არაა. ბოლო წუთზე გავიტანე ჯარიმიდან და ძალიან დიდი კმაყოფილება იყო.

დღევანდელ „ინტერს“ ორი დიდი პროფესიონალი ჰყავს კონტესა და მაროტას სახით. ორი ყოფილი, რომლებმაც „იუვეს“ ძალიან ბევრი გაუკეთეს და შესაბამისად, ძალიან საინტერესო იქნება რა მოხდება „სან სიროზე“. თუმცა, ასევე საპასუხო მატჩიც საინტერესო გამოვა ტურინში“, – თქვა დელ პიერომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …