ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ კლაუდიო მარკიზიომ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დააასრულა. ამის შესახებ „პრინცმა“ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა.
მარკიზიოს თქმით, ბედნიერია, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინა და საყვარელ გუნდში წლების განმავლობაში ითამაშა. კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა კი ფიზიკურმა მდგომარეობამ არ მისცა, რადგან ტრავმები ხშირად აწუხებდა.
კლაუდიო „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია, სადაც 1993-2006 წლებში ირიცხებოდა. შემდეგ კი მთავარ გუნდში გადაინაცვლა და ტურინში 2018 წლამდე დარჩა. 389 თამაშში 37 გოლი გაიტანა. მოიგო ტიტულებიც – 7 სკუდეტო, 4 იტალიის თასი და 3 იტალიის სუპერთასი.
„იუვენტუსის“ გარდა, მარკიზიო თითო სეზონით „ემპოლისა“ და „ზენიტში“ თამაშობდა. იტალიის ნაკრებში კი 2009-2017 წლებში 55 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
Il tuo sogno. Un lungo cammino, una splendida storia. Ed è stato bellissimo viverla insieme, @clamarchisio8 ♥️⚪️⚫️ pic.twitter.com/ZczzYELman
— JuventusFC (@juventusfc) October 3, 2019