მთავარი / სიახლეები / სერია A / მაურიციო სარი: “ბერნარდესკი ხშირად დაუფასებელია”

მაურიციო სარი: “ბერნარდესკი ხშირად დაუფასებელია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ბოლონიასთან“ (2:0) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

იტალიელის განცხადებით, გუნდმა 70 წუთი კარგად ითამაშა და წინა შეხვედრებთან შედარებით ფიზიკურად მოუმატა.

„დღეს ფიზიკური თვალსაზრისით უკეთესები ვიყავით, 70 წუთი კარგი ინტენსივობით ვითამაშეთ, კარგი რიტმით და აჩქარებით. ბოლო 20 წუთი ნაკლებად დადებითი იყო.

ბერნარდესკიმ ბოლო ორი მატჩიც კარგად ჩაატარა, ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაშია და შესანიშნავად ითამაშა. დაცვის ფაზაშიც კარგად მუშაობდა. კმაყოფილი ვარ, რაც გააკეთა, ის ამას იმსახურებს. ხშირად დაუფასებელი ფეხბურთელია.

დიბალა და რონალდუ? ინდივიდუალურად მათ თამაშების ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ ისინი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და გუნდურად ვითამაშოთ მაშინაც კი, საუკეთესო ფორმაში არ არიან. როდესაც წელიწადში 60 თამაშს თამაშობ, ყველა ფეხბურთელს ემართება ეს.

დე ლიხტი გაიზარდა, შეეჩვია ჩვენი ფეხბურთის რიტმს და ასაკის გათვალისწინებით ბევრი პრობლემა არ შეექმნება. ის მომავალია, მსოფლიო დონის მცველი გახდება“, -თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 26 ივნისს, ტურინში, „ლეჩესთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …