ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ„ბოლონიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გამარჯვება ფუნდამენტური იყო.
„სათქმელი ცოტაა: გამარჯვება ფუნდამენტური იყო. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ამ საღამოს, კმაყოფილებას მივიღებთ. ძნელი იყო დიდი ხნის შემდეგ ორი მატჩის ჩატარება, მაგრამ ახლა გზა სწორი გახლდათ. მსხვერპლზე წასვლა, თავმდაბლობა და სურვილი, რომ შედეგს ნებისმიერ ფასად მივაღწიოთ. რთული მომენტების შემდეგ ისეთი პასუხის გაცემაა საჭირო, როგორიც დღეს გავეცით.
ვფიქრობ, რომ გარეთ ძალიან ბევრს საუბრობენ. ჩვენ მოედანზე უნდა ვითამაშოთ და ფაქტებით ვუპასუხოთ. ფინალში ასეთი მარცხის შემდეგ, ნორმალურია დაინტერესდე რა ხდება. ყველამ ერთად ვისაუბრეთ გზაზე, რომელზეც უნდა ვიაროთ და დღეს ეს გზა ვნახეთ“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 26 ივნისს, ტურინში, „ლეჩესთან“ გამართავს.