ტურინის „იუვენტუსში“ არტურის ტრანსფერი შესაძლოა 30 ივნისამდე დაიხუროს. Tuttosport-ის ინფორმაციით, უახლოესი ერთი კვირა გადამწყვეტი იქნება, მირალემ პიანიჩისა და ბრაზილიელის ბარტერში.
არტური „ბარსას“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და კლუბი მზადაა შეელიოს. თავის მხრივ, პიანიჩის თამაშით არც ტურინში არიან მოხიბლულნი.
ფაბიო პარატიჩიმ გუშინ დაადასტურა, რომ „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს, მაგრამ ისიც დასძინა, ეს დროის საკითხი არაა და აუცილებელი ვადა 30 ივნისამდე არ დაგვიწესებიაო.
ამის მიუხედავად, იტალიელი ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ 30 ივნისამდე ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა.