ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ბლეზ მატუიდიმ გუნდიდან წასვლის შესახებ ისაუბრა. ასევე კომენტარი გააკეთა მაურიციო სარიზე და საუკეთესო თანაგუნდელად, რომელიც კარიერაში ჰყოლია, კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა.
„იუვენტუსიდან“ წასვლა გადავწყვიტე და ხელმძღვანელობასთან მივედი თხოვნით, რომ კონტრაქტის ბოლო წლისგან გავეთავისუფლებინე. მაშინ საუბარი არ იყო ახალ მწვრთნელზე, ამის შესახებ პირლოსთან არც მისაუბრია, როდესაც „მაიამის“ წინადადება მივიღე სეზონი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობდით.
სარის თავისი არჩევანი ჰქონდა, ფეხბურთელებს განსხვაებული მომზადების დონე ჰქონდათ, ეს რთული იყო, მაგრამ მა სეზონის ბოლოს არჩევანი სხვა ფეხბურთელებზე გააკეთა. ნაწყენი არ ვარ, სამი შესანიშნავი წელი გავატარე „იუვენტუსში“ დიდებული ადამიანების გვერდით.
პირადი თვალსაზრისით სარისთან პრობლემა არ მქონია, ის არის მწვრთნელი, რომელიც ტაქტიკაზე ბევრს მუშაობს, ვფიქრობ, რომ მორცხვი ადამიანია. მწვრთნელობა რთულია. მან გამაოცა კორონავირუსის პერიოდში, როდესაც დაინფიცირებული ვიყავი. მაურიციო ყოველდღე მირეკავდა და იგებდა ახალ ამბავს, როგორც ვგრძნობდი თავს.
ნეიმარი, მბაპე, გრიზმანი, იბრაჰიმოვიჩი და რონალდუ? (მატუიდის ყველას თანაგუნდელი ყოფილა) ყველა ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ თუ ერთი უნდა ავირჩიო, რონალდუს ავირჩევ, იმის გამო რაც მან გააკეთა წარსულში და რასაც დღესაც აკეთებს. საოცარი სულისკვეთება აქვს, ყოველთვის სურს საუკეთესო იყოს და ეს აქამდე არასდროს მინახავს“, – თქვა მატუიდიმ.
შეგახსენებთ, რომ ბლეზ მატუიდიმ „იუვენტუსში“ 2017-2020 წლებში 133 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.