ბლეზ მატუიდი ტურინის „იუვენტუს“ ტოვებს. ეს უკვე გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია. ფრანგმა ამერიკულ „ინტერ მაიამისთან“ შეთანხმებას მიაღწია.
ამ კლუბის მეპატრონე ლეგენდარული დევიდ ბექჰემია, რომელიც პსჟ-ში ბლეზის თანაგუნდელი იყო. მატუიდის ტურინელეთან კონტრაქტი კიდევ 1 წელი აკავშირებდა, მაგრამ საშინელმა სეზონმა და მისმა ასაკმა (33 წლისაა) კლუბს მასზე უარი ათქმევინა.
ფრანგი „იუვეს“ ღირსებას 2017 წლიდან იცავდა და 133 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.