ადრიანო გალიანი ანდრეა პირლოს „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ საუბრობს. „მონცას“ გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ ანდრეას დიდი სამწვრთნელო კარიერა ექნება.
„5 აგვისტოს „მონცასა“ და „იუვეს“ 19-წლამდე გუნდის თამაშზე შევხვდი. ვუთხარი, რომ დიდი კარიერა ექნებოდა, როგორც მწვრთნელს. მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ სამი დღე დასჭირდებოდა „იუვენტუსის“ მწვრთნელობისთვის. მეგონა ეს რამდენიმე თვეში მოხდებოდა. ის მწვრთნელი იყო ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს, ანდრეა ინტელექტუალია. “იუვენტუსისთვის” სწორი არჩევანია“, – თქვა გალიანიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსთან“ ანდრეა პირლომ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ეს მისი პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იქნება.