ტურინის „იუვენტუსის“ 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. ამის შესახებ „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება.
რონალდუმ 46 მატჩში 37 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სეზონი ჩაატარა.
კრიშტიანუმ ხსენებული 37 გოლიდან 31 სერია A-ში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 კი იტალიის თასზე გაიტანა. პორტუგალიელი საუკეთესოდ ქომაგების ვერსიით დასახელდა.
🥇⚪️⚫️ L’MVP dell’anno powered by @officialpes è…@Cristiano 🔥#CR7JUVE #ForzaJuve
— JuventusFC (#Stron9er 🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆) (@juventusfc) August 10, 2020