ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ „რომასთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ მთავარი გამარჯვება იყო.
„ადვილი არ ყოფილა აქ თამაში, დიდი გუნდის წინააღმდეგ. 60 წუთი კარგად ჩავატარეთ, შემდეგ ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა. შეიძლება მოხდეს, ნერვიულობა და შეცდომები, ეს ფეხბურთია.
მუშაობა გვმართებს, როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში მომატებისთვის. გვქონდა მესამე გოლის გატანის შანსები, დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ სეზონი ძალიან გრძელია“, – განაცხადა მატუიდიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 48 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი შუა კვირაში იტალიის თასზე ჩაატარებს.