ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო მატრიმ, რომელიც ახლა „ბრეშაში“ თამაშობს, თანაგუნდელ სანდრო ტონალის „იუვეში“ გადასვლა ურჩია. თავის მხრივ იგივე დარიგება ფაბიო პარატიჩისაც მისცა და მოუწოდა, რომ ტონალი დაუფიქრებლად იყიდოს.
„ის კარგი ბიჭია, სერიოზული, უდიდესი ნიჭი აქვს. დირექტორ პარატიჩის ვურჩევ, რომ სანდრო დაუყოვნებლივ იყიდოს, ტონალისთან ის არ შეცდება. ის 19 წლისაა, მაგრამ, როდესაც მოედანზე გადის არც ისე ახალგაზრდა ჩანს. ცივი გონებით ფიქრობს.
„იუვენტუსზე“ რომ მკითხოს აზრი, სანდროს ვეტყვი, რომ ახლავე წავიდეს, არც კი დაფიქრდეს. იმის მიხედვით, რაც „იუვეში“ გამოცდილება მივიღე, შემიძლია ეს რეკომენდაცია მივცე, თუმცა ბოლო თვეებში არაფერი უკითხავს და მე მესმის მისი.
საუკეთესო მატრი? „კალიარიში“ და „იუვენტუსში“ იყო. სამწუხაროდ, სარდინიაში ჩემი „იუვენტუსში“ გადასვლა კარგად არ ახენდებათ, მაგრამ „იუვეს“ ქომაგებთან წლების განმავლობაში კარგი ურთიერთობა მქონდა. როდესაც მეტოქის რანგში ჩავდიოდი ტურინში, მაშინაც დიდი სიყვარულით მხვდებოდნენ“, – განაცხადა მატრიმ.