მთავარი / სიახლეები / დელ პიერო კორონავირუსზე, ჩემპიონთა ლიგაზე და “იუვენტუსზე”

დელ პიერო კორონავირუსზე, ჩემპიონთა ლიგაზე და “იუვენტუსზე”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ, რომელიც ლოს ანჯელესში ცხოვრობს, კორონავირუსის და ყოფილი კლუბის შესახებ ისაუბრა.

„აქ ლოს ანჯელესში კარანტინი ცოტა გვიან დაიწყო, ახლა კი ინფიცირებულთა სწრაფი ზრდაა. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შესაბამისი დისტანციების დაცვას, რადგან ლოს ანჯელესი დიდი ქალაქია.

რესტორანი მაქვს, რომელიც დაიხურა. სპორტული დარბაზები, ოფისები დახურულია, ცოხვრება შეიცვალა, სკოლები მინიმუმ აპრილამდე დაიხურა.

რაც შეეხება უეფას გადაწყვეტილებას, სწორია, რომ ევრო 2020 და ოლიმპიადა გადაიდო. „იუვენტუსი“ გუნდი პირველ ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია, მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში წააგო. სოლიდურ გუნდად რჩება, კლუბის პრიორიტეტია, რომ სტაბილურად მაღალ სიმაღლეზე იყოს, ჰქონდეს ხარისხი, ეს ადვილი გასაკეთებელი არაა. ბევრს საუბრობენ სარის სათამაშო სტილზე, ამას დრო და ვარჯიში სჭირდება. კონკურენტუნარიან სეზონში ეს ადვილად მისაღწევი არაა, არ მიკვირს, რომ „იუვე“ ყველა თამაშში ვარსკვლავურ ფეხბურთს ვერ აჩვენებს.

როდის დაბრუნება სპორტული აქტივობები? ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. არ გამოვრიცხავ, რომ სერია A-ს გათამაშება უმაყურებლოდ გაგრძელდეს, ეს რთული იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით და ქომაგებისთვის, რომელთაც სახლში მოუწევთ დარჩენა, მაგრამ ასეა“, – აღნიშნა დელ პიერომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …