მთავარი / სიახლეები / სერია A / მარკიზიომ “იუვე” – “ინტერის” დუელზე ისაუბრა

მარკიზიომ “იუვე” – “ინტერის” დუელზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ Sky Sport-თან მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა და „იუვე“ – „ინტერის“ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.

„განსხვავება „იუვესა“ და „ინტერს“ შორის? „ნერაძურიმ“ მნიშვნელოვანი სიგნალი გამოგზავნა, არამხოლოდ სხვებთან, არამედ საკუთარ თავთანაც. მათი წყალობით მიმდინარე სეზონი უფრო საინტერესოა, ვიდრე გასული სეზონები. თავის მხრივ „იუვენტუსმა“ ყოველწელს იცის, რომ გამარჯვებები უნდა გააგრძელოს. იცის, რომ ღრმა და ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ წელს ასევე იცის, რომ „ინტერი“ და „ლაციო“ ბოლომდე იბრძოლებენ.

ნამდვილად, ანტონიო კონტე „ინტერის“ საუკეთესო ახალწვეულია. თავის ფასი დაადასტურა იტალიაში, უცხოეთსა და იტალიის ნაკრებში. ახლა კი, „ინტერშიც“ ამტკიცებს.

სარის „იუვე“ უფრო მომწონს თუ კონტეს „ინტერი“? – მე ყოველთვის „იუვე“ მომწონს“, – თქვა მარკიზიომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …