ტურინის „იუვენტუსი“ „ბოლონიადან“ რიკარდო ორსოლინის დაბრუნებას აპირებს. ნიჭიერი იტალიელი შემტევი „იუვემ“ ჯერ კიდევ 2017 წელს შეიძინა, შემდეგ გაანათხოვრა, ხოლო გასულ ზაფხულს „ბოლონიაში“ 15 მილიონ ევროდ გაყიდა.
თუმცა, ფეხბურთელის ყიდვის უპირატესი უფლება დაიტოვა და იტალიური მედიის ცნობით, ახლა ამ უფლებით სარგებლობას აპირებს.
Goal-ის ინფორმაციით, ორსოლინის თამაშით ტურინში მოიხიბლნენ და ფედერიკო კიეზაზე მეტად პრიორიტულიც გახდა მისი ტრანსფერი.
22 წლის ორსოლინის მიმდინარე სეზონში სერია A-ში 6 გოლი აქვს გატანილი 5-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. იტალიის ნაკრებში მისი დებიუტი სომხეთთან შედგა, სადაც გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.