იტალიური „რომას“ პაულო ფონსეკამ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ თამაშის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ ცუდ ხასიათზე იქნება.
„იმედი მაქვს, რომ კრიშტიანუ რონალდუ თამაშის შემდეგ გაბრაზებული იქნება. „იუვენტუსი“ შესანიშნავი გუნდია, მშვენიერი. ბოლო თამაში დიდებულად ჩაატარა. რთულ მატჩს ველოდები, უნდა ვითამაშოთ დიდი გუნდის წინააღმდეგ, დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ, რომელთაც ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავთ. თუმცა, ჩემთვის ეს ჩვეულებრივი თამაშია.
„იუვე“ და „ინტერი“ ძალიან ძლიერი გუნდები არიან, ვერ ვიტყვი რომელი უფრო ძლიერია, მაგრამ მე მომწონს ასეთი ტიპის თამაშები, მოტივაციას გვიმაღლებენ და ასეთ თამაშში მონაწილეობას მიღება ყველას უნდა“, – განაცხადა ფონსეკამ.
შეგახსენებთ, რომ „რომა“ – „იუვენტუსი“ მატჩი 12 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.