მთავარი / სიახლეები / მარკიზიო: “კიეზა 60 მილიონი არ ღირს, პირლოს დრო სჭირდება”

მარკიზიო: “კიეზა 60 მილიონი არ ღირს, პირლოს დრო სჭირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც „ბებერ ქალბატონზე“ ვრცლად ისაუბრა. მან გუნდში მიმდინარე პროცესები შეაფასა და თქვა, რომ ფედერიკო კიეზა 60 მილიონი ევრო არ ღირს.

„ფედერიკო ნამდვილი ტალანტია, თან იტალიელი. სატრანსფერო ბაზარზე ძალიან დიდი ზეწოლაა და არ არის სამართლიანი, რომ მისნაირი ფეხბურთელი, რომელიც „ფიორენტინაში“ მხოლოდ სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა, 50-60 მილიონი ევრო ღირს. ის გადავიდა „იუვეში“, სადაც დაუყოვნებლივ უნდა დაამტკიცოს ღირებულება. უფრო დაბალი ფასით რომ ეყიდათ, მისთვის უფრო ადვილი იქნებოდა.

„ბარსელონასთან“ მან ცუდად ითამაშა, ისევე, როგორც ყველა დანარჩენმა. მაგრამ კროტონეში წითელი ბარათის მიუხედავად, საინტერესო ფეხბურთი ითამაშა, საგოლე პასიც გააკეთა. „ფიორენტინაში“ ის 60-70 მეტრზე გარბოდა, მაგრამ აქ მჭიდროდ თამაშიც მოუწევს. ველოდები, რომ გაამართლებს. დეიან კულუშევსკი ძალიან ნიჭიერია, სწრაფად მოერგო გუნდს, ერთი ნაბიჯი წინ აქვს გადადგმული.

პირლო? ვინც იცის „იუვეს“ სამყარო, იცის, რომ ის შეიძლება სწორი არჩევანი იყოს. მოთმინება გვჭირდება, კლუბმა ეს იცოდა და ნეგატიურად არ უნდა შევაფასოთ. ის არა მხოლოდ „იუვენტუსის“ ახალი მწვრთნელია, არამედ ზოგადად, ახალი მწვრთნელია. ახლახან დაიწყო კარიერა, აქვს იდეები, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს.

ნორმალურ სიტუაციაში მას გუნდთან სამუშაოდ მეტი დრო ექნებოდა, მაგრამ კოვიდ-19-ის პირობებში სეზონის გვიან დაწყების გამო ეს შეუძლებელი გახდა. მართალია, „ბარსელონასთან“ გამოჩენილი პრობლემები არ მომწონს, თუმცა პერსპექტივაში ვხედავ, რომ გუნდი იზრდება, გარდა ამისა გუნდს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაუბრუნდებიან, რომელიც ბოლო დროს აკლდა.

სარი? ის შესანიშნავი მწვრთნელია, ეს დაამტკიცა „ემპოლიში“, „ნაპოლიში“, ლონდონში. ტურინშიც შეძლო ტიტულის მოგება. ვწუხვარ, რომ ის წავიდა. ცუდია, რომ ალეგრის ციკლის მერე, გუნდის ხელმძღვანელობამ, რომელიც მწვრთნელებს დიდი ხანი ენდობა ასე მალე გააკეთა ცვლილება. აშკარად, რაღაც არ გამოვიდა. პირლოს არჩევა აზარტული თამაში არაა, მათ კონკრეტულ პერიოდში ცვლილების გაკეთება გადაწყვიტეს.

სრული შემადგენლობით „იუვენტუსი“ იტალიაში ყველაზე წინ რჩება. მხოლოდ ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებაა საჭირო. სერია A ეტაპობრივი რბოლაა, შობამდე, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დაუშვა, რომ ვინ ამას შეძლებს 2021 წელს უპირატესობა ექნება;. ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში პრობლემა არ იქნება, მერვედფინალიდან კი რა იქნება, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მოდით დაველოდოთ“, – თქვა მარკიზიომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …