ტურინის „იუვენტუსმა“ ფედერიკო კიეზა წარადგინა. 22 წლის ფეხბურთელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მისთვის საამაყოა „იუვენტუსში“ თამაში.
„მინდოდა, ეს პრესკონფერენცია 20 დღის წინ ჩამეტარებინა, როცა ჩემი ტრანსფერი შედგა, მაგრამ კარანტინისა და მჭიდრო კალენდრის გამო შეუძლებელი გახდა. მინდა მადლობა გადავუხადო „ფიორენტინას“ და ქალაქ ფლორენციას, ამ 14 წლის გამო, რა პერიოდშიც მე გავიზარდე, როგორც პიროვნება და ადამიანი. მადლობა ასევე პრეზიდენტ დელა ვალესა და პრეზიდენტ კომისის, გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის მზარს მიჭერდნენ.
„იუვენტუსის“ ინტერესის შესახებ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში შევიტყვე და მადლობა კლუბს, რომ ჩემში ინვესტიცია განახორციელა. ვამაყობ, რომ ეს მასიური მაცვია და წარმოვადგენ ამ პრესტიჟულ გუნდს. რა თქმა უნდა, აქ თამაში დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ თამაშზე და თანაგუნდელების დახმარებაზე ვფიქრობ. ვცდილობთ, მწვრთნელის მოთხოვნები პრაქტიკაში ავსახოთ.
ჩემთვის ყველაფერი ახალია, მენტალიტეტიდან დაწყებული, სათამაშო პოზიციით, მაგრამ მემწვრთნელის განკარგულებაში ვარ. აქ შესანიშნავი მოთამაშეები არიან, რომლებმაც თავიანთი კვალი დატოვეს იტალიურ ფეხბურთში და მათგან მარტო რჩევებისგანაც შემიძლია ვისწვალო. იმედი მაქვს, კვლას მეც დავტოვებ ამ გუნდში, მაგრამ ჯერ გზა ძალიან გრძელია და გასაუმჯობესებელი ბევრია. რონალდუ? ჯერ არ მქონია მასთან ურთიერთობის შანსი და მასთან ვარჯიშის სიამოვნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს შესანიშნავი და სასიამოვნო იქნება.
ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი, „იუვენტუსის“ მაისურით უნიკალური მოეცია იყო. კიევში ძალიან კარგად ვითამაშეთ, „ბარსელონასთან“ ნაკლებად, მაგრამ ვმუშაობთ და მალე იმ შედეგებს მივიღებთ, რასაც ვიმსახურებთ. ჩვენი გუნდი ერთიანია და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად“, – თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ „იუვენტუსში“ 3 თამაშში 1 საგოლე პასი მიითვალა. ის სადებიუტო მატჩში გააძევეს კიდეც.
✅ Presentazione 🎙
✅ Allianz Stadium walk around 🏟
✅ Museum tour ⚪⚫Il #ChiesaDay! 2️⃣2️⃣ pic.twitter.com/WL9ZZTLd0z
— JuventusFC (@juventusfc) October 30, 2020