ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სპეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუ განაცხადში იქნება, მაგრამ ძირითადში ნაკლებ სავარაუდოა.
„რონალდუ? მეორე ტესტიც უარყოფითია და გუნდთან ერთად იქნება თამასზე. დე ლიხტს კიდევ ერთი კვირა უნდა დაველოდოთ, ბონუჩიმ გუშინ ცალკე ივარჯიშა, დღეს გუნდთან ერთად და ითამაშებს. კიელინი განაცხადში არ იქნება, ის ჯერ კიდევ არ არის მზად.
ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ ძირითადში არ იქნება. კარგადაა, სახლში ვარჯიშობდა, მაგრამ ეს არ არის იგივე,როგორც მოედანზე ვარჯიში. თუმცა, ის ჩვენთის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ჩვენთან ერთად ჩეზენაშ იქნება. რემზი კიევში მატჩის შემდეგ საუკეთესოდ თავს არ გრძნობს, 50%-ითაა მზად. ამიტომ, მასთან მუშაობა კვლავ საჭიროა, თუმცა მიხარია, რომ ბიჭებს აქვთ სურვილი გუნდის განკარგულებაში იყვნენ.
დიბალა ჯერ არ არის 100%-ით მზად, მას ვარჯიში და რიტმის პოვნა სჭირდება. უნდა გაითვალისწინოს, რომ როდესაც მოედანზე გადის, „იუვენტუსში“ საუკეთესო უნდა იყოს.
უფრო სწრაფად უნდა დავიბრუნოთ ბურთი. „ნაპოლის“ შემდეგ ყველაზე ცოტა გოლი ჩვენ გვაქვს გაშვებული, მაგრამ გვინდა შეტევაში მოვუმატოთ. „სპეციასთან“ რთული თამაში გველოდება, მაგრამ ქულები უნდა მოვიპოვოთ, რომ პოზიტიური განწყობა დავიბრუნოთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „სპეცია“ – „იუვენტუსის“ მატჩი 1 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.