ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ, რომელიც ახლა რუსული „ზენიტის“ რიგებში გამოდის, იტალიურ მედიასთან ისაუბრა.
„პრინჩიპინოს“ განცხადებით, იუვენტინოა და გუნდს ახლაც ქომაგობს. თუმცა, აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, შესაძლოა გული დაწყდეს…
რონალდუ – ჩემი შვილები გაბრაზებული მეუბნებოდნენ, მამა ის მოდის და შენ მიდიხარ? რნალდუ ჰგავს ჰოლივუდის ვარსკვლავს, რომელიც აბსურდული ზეწოლის ქვეშაა, მაგრამ მოედანზე ეს არასდროს ეტყობა. ის არაა მხოლოდ ძლიერია, არამედ შეუძლია უდიდესი ხარისხი შესძინოს გუნდს და ყოველთვის გაიმარჯვოს.
ჩემპიონთა ლიგის მოგება – ალბათ გული დამწყდება, მაგრამ მე იუვენტინო ვარ. კურვას ტრიბუნაზე გავიზარდე, შემდეგ მოედანზე გავედი და ახლა ისევ დავბრუნდი ტრიბუნაზე. ამ მაისურით ძალიან ბევრი მოვიგე და არაფერს ვნანობ. ჩვენ 1:1-ზე შანსი გვქონდა კარდიფში და იგივე მოხდა ბერლინში „ბარსელონასთან“. დანი ალვეში ჩემთან და ბარძალისთან იხსენებდა, რომ 2015 წლის ფინალის წაგების შიში ჰქონდათ“, – განაცხადა მარკიზიომ.